სასწავლო პროექტი

რა ვიცით ვაჟა–ფშაველას 
პიროვნების შესახებ 


პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
მოსწავლეები გაეცნობიან ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფიას ვრცლად, მისი ცხოვრების ნაკლებად ან საერთოდ უცნობ დეტალებს, რაც საშუალებას მისცემთ თავად მიხვდნენ, რომ ვაჟას ცხოვრება და შემოქმედება მაგალითია იმისა,  თუ ,,კარგ ყმად ვინა ვთქვათ’’.
პროექტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარის განვითარებას.

პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებმა გაიაზრონ, თუ რით არის ვაჟა_ფშაველა მოვლენა, ფენომენი, გენიოსი..., როგორ, რა საშუალებებით გვასწავლის ვაჟა სიკეთესა და სამართლიანობას, ადამიანის დანიშნულებას და ადგილს საზოგადოებაში, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულს.
და როგორ შეიძლება გახდეს ვაჟა ჩვენი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი...
წლევანდელი წელი ვაჟას წლადაა გამოცხადებული.   დიდი მგოსნის 150 წლისთავისადმი დავგეგმეთ ეს პროექტი ჩვენს სკოლაში.

პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა იმდენად ღრმად და საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ ვაჟას მთელი ცხოვრება, პიროვნული თვისებები, შემოქმედების მთავარი პრინციპები, რომ შეძლონ გულით შეიყვარონ ვაჟა, გაუჩნდეთ ინტერესი მისი ყოველთვის წაკითხვის. თავად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ვაჟას შემოქმედება და ცხოვრება სინათლისა და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების დაუსრულებელი ჭიდილის სახითაა წარმოდგენილი.

მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა: 2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ბიბლიოთეკაში, ინტერნეტით. შექმნიან საიუბილეო კედლის გაზეთს, დაამზადებენ ვაჟას სახლის მაკეტს, დახატავენ ვაჟას პორტრეტს, შეაგროვებენ მწერლის ფოტოებს, მოამზადებენ პრეზენტაციას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნები: ვ.  ხორნაულის ,,ცხოვრება ვაჟა–ფშაველასი’’, ვ . რაზიკაშვილი ,,მამაჩემი ვაჟა–ფშაველა’’. ინტერნეტი, DVD დისკი, დიდი ფორმატი, მარკერები, ფლომასტერები, ტუში, სურათები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა I
დრო 1 კვირა
მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს მივცემ ცალკეულ დავალებებს. კერძოდ, კვლევის უნარ–ჩვევების გამოყენებით მოიძიონ მასალები ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფიასთან დაკავშირებით.
აქტივობა II
დრო 2 დღე
მოიძიონ მასალები, თუ რა ცხოვრებისეული მაგალითები დაედო საფუძვლად, ,შვლის ნუკრის ნაამბობის’’, ,იას’’, ,,არწივის’’, ,,ხმელი წიფელის’’, ,,გველისჭამელის’’ დაწერას.
აქტივობა II
დრო 3 დღე
ჯგუფები ამზადებენ  მასალას კედლის გაზეთისათვის. აკეთებენ ვაჟას სახლის მაკეტს, ხატავენ  ვაჟას პორტრეტს ტუშით.

აქტივობაIV
დრო 2 დღე.
კედლის გაზეთის გამოშვება. პრეზენტაცია.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული.

ქართული VIII. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება. (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი კითხვა)
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ამონიშნავს  ტექსტში მნიშვნელოვან ადგილებს. აზუსტებს და გადაამოწმებს ტექსტებში მოწოდებულ ინფორმაციის სანდოობას.

ქართულიVIII მოსწავლე ირჩევს და იყენებს ზეპირი გამოსვლის მომზადების სტრატეგიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის აწევ–დაწევა.
  • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე–ვიზუალურ, მუსიკალურ  მასალას.

ქართულიVIII მოსწავლე ისმენს და აფასებს ორატორის გამოსვლას საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
  • ისმენს და კრიტიკულად აფასებს, რამდენად შეესაბამება სხვების მიერ გამოყენებული ენობრივ სტილური საშუალებები მსჯელობისას გადმოცემულ შეფასებებს ,დასკვნებს.
  • ასახელებს გამოხატვის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურ და სუსტ ადგილებს საუბრიდან (სად იყო თხრობა საინტერესო, მოსაწყენი, რა ვერბალური,  თუ არა ვერბალური საშუალებებით მიიღწეოდა ეფექტი.

პროექტის ხელმძღვანელი: ეთერ ცინცაბაძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: etericincabadze.blogspot.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: etericincabadze.blogspot.com